ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა და ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, რომ ვიღაცამ მითხრას, ვიღაცამ გვითხრას ქართველებს, რომ თუ ბავშვებში არ დაიწყეთ ლგბტ პროპაგანდა, მაშინ თქვენ ევროპას ვერ ეღირსებით,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არავის სჭირდება ისეთი წევრობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდაზე და მის მიღება-არმიღებაზე გადის.
„საქართველოს აქვს თავისი ხასიათი, თავისი მენტალობა, იდენტობა, კულტურა, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და არაფრის ფასად არ დათმობს ამ ყველაფერს. არის რაღაც „წითელი ხაზები“ ნებისმიერი ქართველისთვის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ის არაფრის გამო არ გადავა. ეს „წითელი ხაზი“ გადის ქართულ ტრადიციაზე, ქართულ ხასიათზე, ეროვნულ იდენტობაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ბევრი თვისებაა და ამ თვისებების ფარგლებში, ამ ხასიათის ფარგლებში, ამ ქართული იდენტობის ფარგლებში ჩვენ არასდროს დავუშვებთ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა რისკები იყოს მეორე მხარეს, რომ ჩვენ ბავშვებს ლგბტ პროპაგანდა მოვახვიოთ თავს. ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს უფრო მაგრად, ვიდრე ევროპის რამდენიმე ქვეყანაც კი, უფრო მაგრად, ნებისმიერი უმცირესობის უფლებას დავიცავთ. ეს საკითხი შეუვალია და არავინ აურიოს ერთმანეთში, მაგრამ როდესაც ამის პროპაგანდაზეა საუბარი, ღმერთის წყალობით, დღეს ისეთი ცვლილებებია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის ჩვენ მეგობარ აშშ-ში, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან იხსნება და ესენი ჩვენ, ამ საკითხის, პირიქით, პოპულარიზაციისკენ მოგვიწოდებენ, რაც არ არის სწორი. მე მგონია, რომ ეს წნეხი ნელ-ნელა მოიხსნება“-განაცხადა მდინარაძემ.