რუსეთი მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ცეკვას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ვერ ვიცეკვებთ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, „სანქციების რბოლა“ რუსეთს არ დაუწყია, არამედ ვაშინგტონის მიერ იყო ინიცირებული.