“ქვეყანას რუსები ვერ წაიღებენ, აქ დაგვარბევენ – სხვაგან აღმოვცენდებით, ეგრე სადაა, ასეთი ხალხი ამ ქვეყანას ვერ წაიყვანს წინ” – ნიკა გვარამია

5
spot_img

გამთენიისას, შსს-ს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს დემონსტრანტებმა. ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს მიმართეს და მოუწოდეს მათ, არ გაფანტულიყვნენ და კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის.

“ის რისი დასუფთავების სამსახურია, ნამდვილად არ ვიცი და ოფიციალური გამოცხადებებით, ვნახეთ ჩვენ, ცესკომ რა გამოაცხადა ოფიციალურად. ქვეყანას რუსები ვერ წაიღებენ, აქ დაგვარბევენ – სხვაგან აღმოვცენდებით, ეგრე სადაა. ეს ქვეყანა არსებობდა ჩვენამდეც და იარსებებს ჩვენს მერეც, ასეთი ხალხი ამ ქვეყანას ვერ წაიყვანს წინ”, – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

“კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ერთადერთი რამ, რაც საჭიროა – სიმრავლე და სიმტკიცეა.

“ეს ხალხი, იქ რობოკოპები, წყლის ჭავლებით და სპეცრაზმელებით, წარმოადგენენ რუსულ ინტერესს. მათ და ნების წინააღმდეგ, ბევრი ალბათ, მაგრამ ამ სისტემის ნაწილი არიან. ერთადერთი რამე, რაც ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს, არის სიმრავლე და სიმტკიცე”, – აცხადებს ნიკა მელია.