გერმანია ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

1
spot_img

გერმანია ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბილდი“ ავრცელებს.

გაფრთხილება ბერლინში კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა სააგენტომ გაავრცელა. საუბარია დაჯგუფება „ჰამასიდან“ მომდინარე საფრთხეზე. ტელეგრამარხებზე გავრცელებულ შემტყობინებებში არის მოწოდება „ალყაში მოაქციონ“ ისრაელისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოები.

ამასთან, სააგენტოს თქმით, მსგავსი მოწოდებები სოციალურ ქსელში ოქტომბრის ბოლოდან ვრცელდება.

„დასახელდა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოები“, – აცხადებენ სააგენტოში.