ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია Sky Express-თან თანამშრომლობას იწყებს

5
spot_img

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს, იუანის გრილოსის და  ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ავიაკომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

Sky Express საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ პირდაპირი რეგულარული რეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით დაიწყო. ახალი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზაზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას საბერძნეთიდან.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.