ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა – მედია

7
spot_img

აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნით თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Respublika იტყობინება.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შუალედურ შედეგებზე ისაუბრეს – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.

თემურ გულია: ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკოორდინაციო საბჭოსა და პარლამენტის დეპუტატებს შორის, რომლებიც ურთიერთობენ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან და გადასცემენ მას ჩვენს წინადადებებს.

კან კვარჩია: მათ შემოგვთავაზეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ბადრა გუმბას დანიშვნა. მას ყველა პატივს ვცემთ, მაგრამ ის მაინც ბჟანიას გუნდის წევრია. იმასაც ამბობენ, რომ ჩვენი პიროვნება პრემიერ-მინისტრად დაინიშნება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამ წინადადებით.

ჩვენ შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი: ყველა წავიდეს – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ლაშა აშუბა არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს.

მეორე ვარიანტი: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დატოვებენ თანამდებობებს, პრეზიდენტი ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც მისაღებია ყველა მხარესთვის.

თუ ისინი დათანხმდებიან კომპრომისულ ფიგურას, ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფოს მეთაურის არჩევამდე იქნება. – წერს „რესპუბლიკა“.