კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა

6
spot_img

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკო აქვეყნებს „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილს, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ აღნიშნული კომპანიისგან მიიღო.

„დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და, მათ შორის, მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკო-მ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რომელსაც პოლიტიკოსები საზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკო-ს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ „სმარტმატიკისგან“ მიიღო.

„ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია “Smartmatic”-ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს.

აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც “Smartmatic”-მა უზრუნველყო მხარდაჭერა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ცესკო აქვეყნებს.

იხილეთ წერილი