,,საქართველოს პროკურატურა გადაქცეულია „ქართული ოცნების“ პროკურატურად”- ლევან ბეჟაშვილი

3
spot_img

საქართველოს პროკურატურა გადაქცეულია „ქართული ოცნების“ პროკურატურად და პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთავარ იარაღად გამოიყენება, რომ დაიფაროს და დაიმალოს გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები.

„დღეს სისხლის სამართლის საპროცესო ბერკეტებით პროკურატურას სურს, რომ სასამართლოსა და სხვა დონის ადმინისტრაციას არ ჰქონდეს საშუალება, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, როგორიც არის საარჩევნო აპარატურიდან ინფორმაციის ამოღება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგამოძიებო სტრუქტურები შეიქმნას, რომელიც გამოიძიებს საქართველოში არჩევნების გაყალბების თემას, რომელიც ყველა მტკიცებულებებს გამოიძიებს.

პროკურატურას თავისი რეპუტაციის გამო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად რომ იყენებს ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება არ ენდობა. ყველა დაკითხვა ტარდება სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან და არცერთ ოპოზიციურ ლიდერს უარი არ უთქვამს, რომ მტკიცებულებები წარედგინა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ასევე, გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების თაობაზე განცხადება ერთდროულად – ერთ დღესა და ერთ დროს გააკეთონ.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მხარს უჭერდა ოპოზიციური პარტიების საერთო მოქმედებებს. მისივე განცხადებით, ხაზარაძის მოწოდება განხილვის საკითხია და არ არიან წინააღმდეგი, რომ ხალხის ინტერესების დასაცავად პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო გეგმით იხელმძღვანელონ.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”: ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიულ ერთიანობას. „ძლიერი საქართველოს“ მორიგი ინიციატივა განხილვის საგანია და ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ერთობლივი მოქმედებებით ხალხის ინტერესები დავიცვათ.

პარლამენტის შედეგებთან არ აღიარებასთან დაკავშირებით ორი მიდგომა არსებობს, ეს პარლამენტის დელეგიტიმაციაა, რომ ცესკოს და საკანონმდებლო ორგანოს არ მივცეთ საშუალება, რომ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა მოახდინოს.

ჩვენი პოზიცია იყო, რომ ცესკოს შემაჯამებელ ოქმამდე პარტიებს თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ და მონაწილეობა არ მიეღოთ ცესკოს ოქმის შედგენაში, რომელიც პარლამენტში დეპუტატად არჩევას შეეხება. სიების ჩახსნა და პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა უკვე ეხება მანდატებზე უარის თქმას.

პარლამენტისათვის მიმართვა, რომ არ მოხდეს უფლებამოსილების ცნობა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი საკითხია. ერთპარტიული პარლამენტი და დიქტატი ამ ქვეყანაში დიდხანს ვერ იარსებებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.