არ შეიძლება, ამ ოპოზიციით ქვეყანა დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით, რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ მათ საკუთარი ხელით პროცესები -ირაკლი კობახიძე

18
spot_img

არ შეიძლება, ამ ოპოზიციით ქვეყანა დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და, რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ მათ საკუთარი ხელით პროცესები, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობაში და, სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდების მიუხედავად, ისინი ვერც პროკურატურასთან ვერ თანამშრომლობენ.

„იცით, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო და წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები წარიმართა, არსებითად, ელექტრონული წესით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით, ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, შესადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, ბუნებრივია, არის მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავიანთი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა, არ შეიძლება, დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და, რეალურად, მათ საკუთარი ხელით აქეთკენ მიჰყავთ პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.