დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა

34
spot_img

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის “ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”.

“მაიკი ჩემი, “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” საგარეო პოლიტიკის პროგრამის, მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება”, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული. წარმომადგენელთა პალატაში უოლცი ჩინეთის წინააღმდეგობისა და ჩინეთის რესურსებზედამოკიდებულების შემცირების თემებით არის დაკავშირებული და “რესპუბლიკურ პარტიაში” პეკინის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება.