კუდ-ის სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

13
spot_img

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 12-12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

მსჯავრდადებულებიდან მალხაზ აბულაძეს, რომელიც აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, ძებნაში იმყოფება და სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას როინ შავაძის მეუღლეც ესწრებოდა.

ციცინო შავაძის განცხადებით, 13 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა, ისინი მხოლოდ „შემსრულებლები“ არიან.

მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ისინიც უნდა დაისაჯონ.