სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად -ირაკლი კობახიძე

8
spot_img

სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თქვა უარი, რადგან სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად.

„ერთადერთი კონკრეტული მოწოდება იყო მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მეორე დღეს აღძრა საქმე, დაიწყო გამოძიება. შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ ამაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა უარი, მან არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება. რატომ არ გაითვალისწინა? რადგან სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, ვინაიდან არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად“, – განაცხადა პრემიერმა.