ევროკავშირის პროკურორები იძიებენ თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებებს, მათ შორის ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის, მანფრედ ვებერის 2019 წლის კამპანიას ევროპარლამენტის არჩევნებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
გამოძიებას ხელმძღვანელობს ევროპის საზოგადოებრივი პროკურატურა (EPPO).
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, გამოძიება სამ პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც მანფრედ ვებერის 2019 წლის საარჩევნო კამპანიასთან ჰქონდათ კავშირი.
კერძოდ, გამოძიება იკვლევს, მიიღო თუ არა ამ სამმა პირმა უკანონო გადახდები „ევროპის სახალხო პარტიისგან“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფისგან ევროპარლამენტში.
საპარლამენტო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ფული, რომელიც გადასახადების გადამხდელების მიერ არის დაფინანსებული, არ უნდა დაიხარჯოს პოლიტიკური კამპანიების ფარგლებში.