,,საქართველოს უკუსვლა უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის”- პაველ ჰერჩინსკი

10
spot_img

საქართველოს უკუსვლა უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რომლებიც ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება. სამწუხაროდ, საკმარისი პოლიტიკური ერთგულება არ ყოფილა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ. წინა წლის ანგარიშიდან, საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა ცხრა ნაბიჯიდან უმეტესობის გატარებაში. დღევანდელი ანგარიში ნათელ უკუსვლას აჩვენებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს. ანგარიში ასევე ამბობს, რომ ასევე უკუსვლა იყო ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსა და ფუნდამენტურ უფლებებს. საშუალება მომეცით, ნათლად ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.