გლდანში, მესამე მიკრორაიონის მე-11 კორპუსის სადარბაზოში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა.
შემთხვევის დროს ლიფტში ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა.
„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა. ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის შევალ და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს, იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა. არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე“, – წერს მოქალაქე გლდანის ფეისბუკ ჯგუფში.