მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები არის პოზიტიური.
„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობის სახედ აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის ურთიერთსახარბიელო და პოზიტიური. ჩვენ არ ვიცით, რის გამო ხდება, ალბათ ისტორია იქნება ამის მიზეზი. თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენ ირგვლივ დიდი სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს და ხალხი ერთმანეთს აკვირდება, ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია. მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.