,,საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა”- მამუკა ხაზარაძე

16
spot_img

გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! – ხალხის ნება გამოხატულია, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.

მისივე თქმით, დამკვირვებლებმა ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმები უბნებზე უნდა დაიცვან.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს.

რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა. ყველას გილოცავთ!“, – განაცხად ხაზარაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %.