ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – წერს ორბანი.