,,ყველას უნდა დავანახოთ, რომ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში მიიღება”- არჩილ გორდულაძე

3
spot_img

10 ათასობით და 100 ათასობით ადამიანია ახლა ერთად შეკრებილი იმისათვის, რომ ყველას უთხრას, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ჩვენ ვერ ვიტანთ როდესაც უსამართლოდ მოგვმართავენ და უსამართლოდ შეურაცხყოფებსაც გვაყენებენ იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.

„ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ დიახ, ბევრი ვართ და ეს ერთად შეკრული ქართველი ხალხი გავაკეთებთ არჩევანს ქართველი ხალხის ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მომავლიდან გამომდინარე. ჩვენ უარს ვამბობთ იმ ლგბტ პროპაგანდაზე, რომელსაც ცდილობენ რომ თავს მოგვახვიონ, ჩვენ უარს ვამბობთ ქართული ჩოხის შეურაცხყოფაზე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე და იმ ქრისტიანული საფუძვლებით ვიყოთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

მისი თქმით, ყველას უნდა დავანახოთ, რომ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში მიიღება.

„არავის აქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. არავის გასვლია და არც არავის გაუვა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.