ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე – გიორგი კახიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

5
spot_img

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს „იმედთან“. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საინტერესო და ბევრისმომცველი იყო.

„გუშინ საზოგადოებამ ნახა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ვისაც სწორი დასკვნების გაკეთებდა უნდა, ის ამ ინტერვიუდან ამას გააკეთებდა. ბატონი ბიძინა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო – საუბარი იყო, ირაკლი ღარიბაშვილისა და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეხვედრაზე. ხელისგულზე იყო ყველაფერი მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროცესების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მეორე ფრონტი არ იქნებოდა?! ის კოლექტიური ძალა ხელისუფლებაში რომ მობრუნდეს მეორე ფრონტი არ მოხდება საქართველოში?! მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხელისგულზეა. ვინც დღეს ამ თემი გაქილიკებას ცდილობს, მას ელემენტარული ანალიზის გაკეთება არ შეუძლია ან მტრობენ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

„იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი შეეხო გარე ძალების მხრიდან შანტაჟის ენასა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.