“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 5 საათზე დაგეგმილი მარში “თბილისი პრაიდის” მიერ არის ორგანიზებული.
მისივე თქმით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.
“როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციებზე, საქართველოზე და ქართველობაზე, ამ დროს, “თბილისი პრაიდმა”, რომელიც ქვეყანაში კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და უნდათ აქ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე არის განწირული, იმიტომ, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაც კი აღარ გამოვა.
ეს არ არის ქართული არჩევანი, ეს არის “თბილისი პრაიდისა” და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, აქ საქართველოს საზოგადოება და მისი უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, ხუთი საათიდან მარში დაიწყება, სახელწოდებით – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.