ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა

9
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება.

Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ უკრაინის საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს.

ბაიდენი გერმანიაში გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის უნდა ჩასულიყო, რომლის ჩატარებაც რამშტაინის სამხედრო ბაზაზე იყო დაგეგმილი, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ვიზიტი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადადო, რომელიც მის ქვეყანას დაატყდა თავს.

თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ნოემბერში, ონლაინ ფორმატში გაიმართება.