მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს. სიტყვა, რადიკალური ოპოზიცია გაცვდა და ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი.
„საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეფასებები საკმაოდ პოზიტიურია.