უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე Shahed-ების საწყობს დაარტყეს, სადაც 400-მდე დრონი ინახებოდა

10
spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან Shahed-ების ბაზას შეუტია, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე თავდასხმის დრონი ინახებოდა, ობიექტური მონიტორინგის შედეგებით დაფიქსირდა სამიზნეზე ზუსტი დარტყმა“, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებაში.

თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ოქტიაბრსკში „სათავსოებს“ ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა ლოკალიზებული. ოპერატიულ შტაბს არ დაუკონკრეტებია რა ინახებოდა საწყობებში და რამ გამოიწვია ხანძარი.