ეს არის შეთითხნილი პასკვილი, ისე როგორც ყველაფერი, – განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100-ის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხს.
„ქრონიკა“ ამავე თემაზე ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ჩალაძესაც. კითხვაზე – რაში დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს კანონის გვერდის ავლით ფორმა 100-ის მოპოვება, ჩალაძემ ასე უპასუხა:
„ეს არის თავისუფალ პროფესიაზე – ექიმებზე თავდასხმა, თავისუფლად მსუნთქავი ბიზნესი მოგუდვის მცდელობა“.
„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.