დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ – Edison Research

20
spot_img

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 11,9 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

ლეიბორისტული პარტია – 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4.7%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%

ჩვენ – დავით ქაცარავა – 0.7%

სხვა პარტიები – 0.3%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.