გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსი.
კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება; ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნებულია ფონდის ვებგვერდზე