გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში – კახა კალაძე

9
spot_img

საერთოდ გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ორივე პარტიას, რეალურად, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამიტომ ცდილობს გაერთიანებას.

„აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, საზოგადოებისთვისაც ცხადი რომ იყოს – ყველაფერი მოდის გარე დირექტივებიდან, უბრალოდ, სრულდება და ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი, ეს ორი პოლიტიკური პარტია. მათ რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არ მოსწონთ, რეალურად, აცდენილები არიან მსოფლმხედველობითაც, იმიტომ, რომ ერთი მეორეს „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება. აქ თემა არის ის, რომ მათ დაავალეს. ორივეს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და სურვილი აქვთ, ამ გაერთიანებით როგორმე ბარიერი გადალახოს. ეს არის ძალიან მარტივად დღევანდელი მოცემულობა“,-განაცხადა კალაძემ.