როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8
spot_img

19 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +13, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +23 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.