კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გააკრიტიკა ბრაზილიაში სოციალური ქსელი X-ის მუშაობის შეჩერება.
„სიტყვის თავისუფლებაზე წელს განხორციელებული თავდასხმები უპრეცედენტოა 21-ე საუკუნეში. ეს ამერიკაშიც მოხდება, თუ კამალა ჰარისი მოიპოვებს ძალაუფლებას“, – აღნიშნა ილონ მასკმა.
https://platform.twitter.com/embed/Tweet.html?dnt=false&embedId=twitter-widget-1&features=eyJ0ZndfdGltZWxpbmVfbGlzdCI6eyJidWNrZXQiOltdLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X2ZvbGxvd2VyX2NvdW50X3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9iYWNrZW5kIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19yZWZzcmNfc2Vzc2lvbiI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZm9zbnJfc29mdF9pbnRlcnZlbnRpb25zX2VuYWJsZWQiOnsiYnVja2V0Ijoib24iLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X21peGVkX21lZGlhXzE1ODk3Ijp7ImJ1Y2tldCI6InRyZWF0bWVudCIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZXhwZXJpbWVudHNfY29va2llX2V4cGlyYXRpb24iOnsiYnVja2V0IjoxMjA5NjAwLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X3Nob3dfYmlyZHdhdGNoX3Bpdm90c19lbmFibGVkIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19kdXBsaWNhdGVfc2NyaWJlc190b19zZXR0aW5ncyI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdXNlX3Byb2ZpbGVfaW1hZ2Vfc2hhcGVfZW5hYmxlZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdmlkZW9faGxzX2R5bmFtaWNfbWFuaWZlc3RzXzE1MDgyIjp7ImJ1Y2tldCI6InRydWVfYml0cmF0ZSIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfbGVnYWN5X3RpbWVsaW5lX3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9mcm9udGVuZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9fQ%3D%3D&frame=false&hideCard=false&hideThread=false&id=1829624971909357576&lang=en&origin=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F350774%2Filon-maski-braziliashi-xis-mushaobis-shecherebaze-es-amerikashits-mokhdeba-tu-kamala-harisi-moipovebs-dzalauplebas&sessionId=01dd1dd6b55ae727edbe1859cae082853d0f15b6&theme=light&widgetsVersion=2615f7e52b7e0%3A1702314776716&width=550px
მანამდე ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქვეყანაში სოციალური ქსელი X-ის შეჩერების განკარგულება გასცა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალეშანდრი დი მორაისმა მილიარდერ ილონ მასკს 24 საათი მისცა ქვეყანაში X-ის ახალი კანონიერი წარმომადგენლის დასანიშნად.
სოციალურმა ქსელმა პარასკევს განაცხადა, რომ უარს ამბობს ბრაზილიის სასამართლოს არაკანონიერი ბრძანებების შესრულებაზე.
მოსამართლემ ტელეკომუნიკაციის ეროვნულ სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა.
18 აგვისტოს, X-მა ბრაზილიაში მუშაობის შეჩერება გამოაცხადა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ალეშანდრი დი მორაისის მიერ დაწესებული ცენზურის გამო მიიღეს. კერძოდ, მორაისი დაპატიმრებით დაემუქრა ბრაზილიაში კომპანიის წარმომადგენლებს, თუ კომპანია პლატფორმიდან გარკვეულ კონტენტს არ წაშლიდა.