Home T0P სიახლეები  ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ,...

 ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ, ვერაფერი  დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ -ზურაბ ქადაგიძე

7
spot_img

ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ, არამედ, იმდენად უსუსურები და ბითურები არიან, პოლიტიკური დღის წესრიგიც აღარ გააჩნიათ. ვერაფერი  დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის საქმეს სუს-ი იძიებს, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთი თავდასხმის ფაქტი ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერზე, შესაბამისად, “გლობალური ომის პარტია” არავის ინდობს, ვინც არ იზიარებს მათ პოლიტიკურ კონიუნქტურას.
“ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ, არამედ, იმდენად უსუსურები და ბითურები არიან, პოლიტიკური დღის წესრიგიც აღარ გააჩნიათ.
ვერაფერი  დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ.
ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პოტენციური თავდასხმის აქტს იძიებს “სუსი” და უსაფრთხოებაც შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს და მეორე – ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა, პრემიერ-მინისტრის მძიმედ დაჭრის, აღკვეთილი ტერორისტული აქტები  სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებზე მსოფლიო მასშტაბით და საქართველოს მთავრობის მეთაურის გაფრთხილება, შესაძლო თავდასხმაზე.
შესაბამისად, გლობალური ომის პარტია არავის ინდობს, ვინც კი მის პოლიტიკურ კონიუნქტურას არ იზიარებს და სწორედაც, ჩვენს რეგიონში ამისი ნათელი მაგალითია,  “ქართული ოცნება” და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
აქედან გამომდინარე, არასერიოზულია გამკაცრებულ უსაფრთხოებაზე კითხვის დასმაც კი, მაგრამ ჩვენი საცოდავი ოპოზიციის შემხედველი არც მიკვირს, სათქმელი და სამოქმედო, რომ ვეღარაფერი აქვთ ამ ბითურებს, ქარის წისქვილებს ებრძვიან.
მიდით, ეგრე გააგრძელეთ და 26 ოქტომბერს ჭირისუფალიც აღარ დაგრჩებათ დამტირებლად!” –  წერს ზურაბ ქადაგიძე.