მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

51
spot_img

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თუ ოფიციალური ვარშავა დაემორჩილება ავანტიურულ იმპულსს და გადაწყვეტს, შეეცადოს შორ მანძილზე მოქმედი გამანადგურებელი საშუალების შეჩერებას, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები კანონიერად იყენებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთისთვის მომდინარე საფრთხე გაანეიტრალოს, მაშინ რეაქცია იქნება ადეკვატური და საკმაოდ კონკრეტული. რუსულმა დიპლომატიამ არაერთხელ მიუთითა, თუ რა რისკებს მოიცავს დასავლეთის სახელმწიფოების პოტენციური პირდაპირი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში კიევის რეჟიმის მხარეს“, – განაცხადა ოლეგ ტიაპკინმა.

მისი მტკიცებით, ამ თემაზე მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს და რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ვარშავისთვის, ასევე ნატო-სთვის.

შეგახსენებთ, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.