რუსებმა კურსკში ბრიტანეთული ტანკი Challenger 2 გაანადგურეს -The Sun

16
spot_img

უკრაინისთვის მიწოდებული ბრიტანული ტანკი Challenger 2 რუსეთის კურსკის ოლქში განადგურდა, ხოლო მასში მყოფი უკრაინელი სამხედრო, რომელმაც დიდ ბრიტანეთში გადამზადება გაიარა, დაიღუპა. ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს.

„უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც წვრთნას დიდ ბრიტანეთში გადიოდა, მოკლეს, ხოლო მისი ტანკი Challenger 2 რუსული დრონის თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, – წერს გაზეთი.

გაზეთს წყარო უყვება, რომ Challenger 2 „ლანცეტის“ ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად „სრულად განადგურდა“.

Sky News-მა 15 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც უკრაინამ კურსკის ოლქზე შეტევის დროს ბრიტანული ტანკები Challenger 2 გამოიყენა.