თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საბერძნეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ათეულობით დაშავებულის შესახებ.
ათენის ჩრდილოეთ ნაწილსა და ატიკის რეგიონში, ცეცხლმა 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
მობილიზებულია 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა, პროცესში ჩართულია 35 ვერტმფრენი. საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში შვიდი სახელმწიფო ეხმარება. ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედებულია ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლი.