მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია ისრაელის მიმართ ირანის შურისძიების გადადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განცხადებით, მხოლოდ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეუძლია ირანის პირდაპირი შურისძიების გადადება ისრაელის წინააღმდეგ, მათ ტერიტორიაზე “ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი მის მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა „ჰეზბოლა“, პირდაპირ თავდასხმას დაიწყებს თუ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდება ან თეირანი აღიქვამს, რომ ისრაელი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.