გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

61
spot_img

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მან ფინალურ შეხვედრაში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.