ბრიტანეთი ძალადობის კიდევ ერთი ტალღისთვის ემზადება

9
spot_img

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ძალადობის კიდევ ერთი ტალღისთვის ემზადება. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დააანონსეს, რის გამოც, ბრიტანეთის ხელისუფლება 6 000 სპეცრაზმელის მობილიზებას გეგმავს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, სპეცრაზმელები მოსალოდნელი ძალადობის ფაქტების გასანეიტრალებლად სჭირდებათ.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, “ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დედაქალაქში წესრიგი დაიცვან”.

”ჩვენ ვიცით იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დედაქალაქში მოძალადე ჯგუფების მიერ არის დაგეგმილი. მათ ღიად განაცხადეს, რომ არეულობისა და განხეთქილების მოწყობას აპირებენ… ჩვენს ქუჩებში ამას არ მოვითმენთ”, – განაცხადა კომისრის თანაშემწე ენდი ვალენტინმა.