ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს

12
spot_img

ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს.

გავრცელებული ცნობით, ორი თავდამსხმელი ელჩსა და მის მეუღლეს დაქირავებული სკუტერით მიუახლოვდა, პისტოლეტი თავში დაარტყა და როლექსის ორი წყვილი საათი და ჩანთა წაართვა.

ბელგიური მედიის ცნობით, საათების ღირებულება 90 000 ევროა. ადგილობრივი მედია წერს, რომ პისტოლეტის თავში დარტყმის შემდეგ, ჰუსეინზადეს მეუღლეს თავიდან სისხლის წამოუვიდა. ორივე მათგანი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.