რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებაშია ნათქვამი.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. დღეს, 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.