პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს

16
spot_img

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებენ: რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.); ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.) და შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.).

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.