უკრაინაში დაახლოებით 800 ათასმა ადამიანმა „იატაკქვეშეთში“ გადაინაცვლა, რათა ჯარში გაწვევას თავი აარიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინის უმაღლესი რადის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეზე დიმიტრი ნატალუხაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, 800 ათასმა ადამიანმა ჯარში გაწვევისგან თავის არიდების მიზნით საცხოვრებელი მისამართები შეიცვალა, აგრეთვე სამსახურში ხელფასს ბარათზე დარიცხვის ნაცვლად ხელზე იღებს.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია 1 მილიონი ადამიანის მობილიზება, თუმცა, თუ ეკონომიკა დაიქცევა, მაშინ ჯარი დაუცველი გახდება.
როგორც ნატალუხა აღნიშნავს, ომის დაწყების დღიდან ქვეყანამ გაწვევისა და იძულებული მიგრაციის გამო სამუშაო ძალის 10-20% დაკარგა.