ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა

17
spot_img

ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა.ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გალილეას თავზე რკინის გუმბათის მიერ რაკეტის მრავალი ჩაჭრა დაფიქსირდა.

კირიათ – შმონასა და რამდენიმე მიმდებარე დასახლებაში სირენების ხმა გაისმა.

შეგახსენებთ, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის შედეგად 12 ბავშვი და მოზარდი დაიღუპა, ისრაელმა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა, თუმცა „ჰეზბოლამ“ თავდასხმასთან კავშირი უარყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუკრი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ის ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ მკაცრ შურისძიებას განახორციელებს. შიშობენ, რომ ლიბანში მოქმედმა „ჰეზბოლამ“, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა, შესაძლოა მძიმე როლი შეასრულოს ასეთ შურისძიებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ისრაელის მხრიდან სერიოზული პასუხი გამოიწვიოს.