პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

15
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტრაგედიის ადგილზე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.