ვერ დაგეთანხმებით, რომ ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულია – ოთარ შამუგია

22
spot_img

ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულია – ჩვენი მიზანია, 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იყოს მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის და სახელმწიფო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რათა მისივე თქმით, 2030 წელს საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაზე მეტად მზად იყოს.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულია, ჩვენი სამინისტროს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა მიმდინარეობს აქტიურად და ახალი პროექტების დაწყებას ველოდებით.

ჩვენ ძალიან აქტიურად მივყვებით ამ პროცესს და ყველა ვალდებულებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

ჩვენი მიზანი და მიმართულება კონსტიტუციითაა განსაზღვრული და ჩვენი მიზანია, რომ 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.