მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს აქვს გაღებული მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და დღემდე არც მას და არც მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ – ბექა ოდიშარია

12
spot_img

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონ ბლინკენის ასეთი შინაარსის განცხადება, მითუმეტეს, ამ ფორმით. ვფიქრობ, ის არ ჯდება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებში, – ამის შესახებ ბექა ოდიშარია Facebook-ზე წერს.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, საუბარი იმის თაობაზე, რომ მთავრობას უუქმდება რაიმე ტიპის დაფინანსება, რეალობას აცდენილია, რადგან, თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, ის არ ხმარდებოდა მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა და ხმარდებოდა ქართველ ხალხს, განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისაგან, რომელთაც ეპატრონებიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული „ენჯეოები“.

„ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ ენჯეოებად ცნობილი პარტიული დანამატები, მოქმედებენ ავაზაკურად და დონორების მიერ გამოყოფილ თანხებს, საკუთარი ჯიბეების გარდა, მიმართავენ ათასგვარი მანკიერი და მავნებელი აქტივობებისაკენ!

მათ შორის, ანტიეროვნული, ანტიეკლესიური, ქართულ ტრადიციებთან და ფასეულობებთან შეუთავსებელი პროპაგანდის ფარული ხელშეწყობისა და ძალადობრივი რევოლუციური სცენარების შემუშავებისათვის!

ვფიქრობ, დროა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იმსჯელონ ქართველი ხალხის ზნისა და ხასიათის თაობაზე, ქართველი ხალხის ქცევის საფუძველზე და არა კოლექტიური ლომჯარია-გიგაურის ზნისა და ფერის ირგვლივ ჩამოყალიბებული აღქმებით.

ქართველი კაცი მადლიერია, მადლიერება მისი ბუნების და დე ენ ემის ნაწილია, მაგრამ არაფერი მოსწონს და არც სურს „დაყვედრებული“!!!

ანალოგიური შინაარსის გამონათქვამი ფართოდაა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში.

რაც შეეხება იმ შეხსენებას, თუ წამოძახებას 34 წლის მანძილზე 6,5 მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით, მინდა აქვე საზოგადოებას შევახსენო, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს აქვს გაღებული იმავე პერიოდში მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და ამის შესახებ დღემდე არც მას და არც მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ!

ხალხისათვის დაყვედრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!!!

მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში მალე დასრულდება ომი, შეიცვლება პოლიტიკური კონტექსტი და ამჟამინდელი არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება კვლავ იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, რადგან არ არსებობენ მუდმივი მტრები თუ მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები.

ღრმად მწამს, რომ საქართველო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მუდმივი ინტერესების განუყოფელი ნაწილია არა მხოლოდ მისი რეგიონში უნიკალური გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ ხალხის და ხელისუფლების უღალატო დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორების ერთგულებასა და უპირობო მხარდაჭერაში.

ეს კი არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ, სუვერენულ ქვეყანას, მის ხალხს და სახელმწიფოს“, – წერს ოდიშარია.