ეს იყო სირცხვილი -დონალდ ტრამპი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

51
spot_img

მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სირცხვილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, 2028 წელს, როდესაც ოლიმპიადა ლოს ანჯელესში ჩატარდება, თუ ის პრეზიდენტი იქნება,  ღონისძიებაზე მსგავსი რამ არ იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ არ გვექნება წარმოდგენილი „საიდუმლო სერობა“ იმგვარად, როგორც იმ ღამით წარმოადგინეს. მათ შეუძლიათ გარკვეული რაღაცების კეთება.ეს საშინელება იყო. მისმინეთ, მე ყველასთვის ვარ, მე ყველას მიმღებლობა მაქვს, მაგრამ რაც მათ გააკეთეს, ეს იყო სირცხვილი“, – განაცხადა ტრამპმა  FoxNews-თან ინტერვიუში.