ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა

46
spot_img

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.

როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, ტურისტი სოფელ ჩაისუბანში ისვენებდა, იგი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.