ვოლგოგრადში მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

46
spot_img

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

დაშავებულთა ნაწილი, მათ შორის მცირეწლოვანები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. შეჯახების გამო რელსებიდან მატარებლის რვა ვაგონი გადავიდა. მედიის ცნობით, მატარებელში სულ 800 მგზავრი იმყოფებოდა.

რუსეთის რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები, ამკრძალავი ნიშანი არ გაითვალისწინა და ლიანდაგის გადაკვეთა სცადა.