გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება “უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო-ზაალ მიქელაძე

22
spot_img

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება.

„,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს“- წერს ზაალ მიქელაძე და სხვა ოპოზიციონერების შედეგებსაც აფასებს. მისი თქმით, ყველასგან დავიწყებულ მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს „ედისონ რისერჩმა“ 63-63 % დაუწერა და არც შალვა ნათელაშვილი დაავიწყდა, რომელსაც 40% დაუწერა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა „სწორ გაჩერებებს გაცდა“ და საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.

„დაცინვაცაა და დაცინვაც… ,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს. უფრო შორს წავიდნენ ,,ედისონელები”- ერისა და ბერის დავიწყებული ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი რეიტინგებს სათავეში ჩაუყენა, ნაცანასხლეტების შემკრებ ზურაბიშვილთან ერთად- 63-63%. არ აწყენინეს შალიკოს (არ დაუკარგეს ფანჩატურში შეფარება) და 40% დაუწერეს, თუმცა პარტიულ რეიტინგში ბარიერს ახლოსაც არ მიაკარეს.
გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო,“- წერს ზაალ მიქელაძე.