პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას – ილია დარჩიაშვილი

8
spot_img

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. სამიტი გაერთიანებულ სამეფოში იმართება და ის ერთ საათში დაიწყება.

საქართველოს როლი, შესაძლებლობები და სარგებელი, რომელიც შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირს მოუტანოს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ის ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც სთავაზობს ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახს და ევროკავშირს. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. და საკითხები, რომელიც იქნება მრგვალი მაგიდის ფორმატში, ეს არის ენერგეტიკა, ეს არის დაკავშირებადობა. საქართველოს აქვს პრეტენზია და შესაძლებლობა, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკაში და თავისი დიდებული წვლილი გვქონდეს ამ მიმართულებით“,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.